top of page

სიახლეები

Search

ბენეფიციაერბი მარჯანიშვილის თეატრში

2023 წლის 6 მარტი განსაკუთრებული გამოდგა მხარდაჭერის სახლის ჯანსაღი დაბერების ცენტრების ბენეფიციარებისათვის, ეს სადღესასწაულო დღეების ერთგვარი დასაწყისი იყო. ეს პრაქტიკულად სამივე ცენტრის ბენეფიციარების პირველი ერთობლივი პირისპირ შეხვედრა /გაცნობა იყო.


თეატრმცოდნე და ტელეწამყვანის ნიკა წულუკიძის უხვი საჩუქარი იყო ქალბატონებისათვის მოწვევა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში წარმოდგენაზე, რომელიც მიეძღვნა ქართული თეატრის გამოჩენილი წარმომადგენლებს-ოთარ მეღვინეთუხუცესსა და გურანდა გაბუნიას. დმანისის, კაზრეთისა და გორის ხანდაზმული ქალბატონები საღამოს შემდეგ შეხვდნენ ბატონ ნიკას-უფროსი თაობის ქომაგს და დამფასებელს- შედგა ძალიან მხიარული, სიკეთითა და სიყვარულით სავსე საუბრები , გადაიღეს ფოტოები.


შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ სახლებში გვიან ღამით, მაგრამ მოტივირებულნი მომავალი აქტიური ცხოვრებისათვის.


ღონისძიება განხორციელდა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის

მიერ მხარდაჭერილი პროექტების: “მხარდაჭერის სახლი – მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში” და „Covid-19-ზე მდგრადი რეაგირება სომხეთსა და საქართველოში” ფარგლებში.





Kommentare


bottom of page