ამ წლის 25-27 ივლისს, ბაკურიანში, იძულებით გადააადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"-მ ჩაატარა ახალგაზრდული ბანაკი "ახალგაზრდები მშვიდობისთვის".
ბანაკს 24 მონაწილე ჰყავდა, შიდა ქართლიდან, იმერეთიდან, ქვემო ქართლიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან (აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები) რომლებმაც შეისწავლეს კონფლიქტის ანალიზისა და მართვის მეთოდები, მოლაპარაკებების უნარები.
აღსანიშნავია, ისიც რომ მათ ერთმანეთს გაუზიარეს რეგიონისთვის სპეციფიკური პრობლემები და იმსჯელეს გადაწყვეტის გზებზე.
დროის პროდუქტიულად გატარებას, თან დაერთო უამრავი შემეცნებითი, სპორტული და სახალისო თამაში, რამაც გამოიწვია ახალგაზრდების მეტად დამეგობრება და თემთაშორისი სამომავლო ურთიერთობების ჩამოყალიბება.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ, თითოეულ გონებამახვილ მონაწილეს და ტრენერს ამ დაუვიწყარი დღეებისათვის!
Comments