იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ უსამძიმრებს თბილისის
ზღვის უბანში, ყოფილ სასტუმრო „ქართლში“ ტრაგიკულად
გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.
ასოციაცია წლებია ემსახურება დევნილთა უფლებების დაცვას
და მათ შორის - დევნილთა საცხოვრებელი პირობების
გაუმჯობესების საკითხსაც.
ბოლო წლების განმავლობაში ასოციაციის მიერ არაერთი
განაცხადი იყო შეტანილი დევნილთა ავარიული ცენტრების
დროულ დახურვასთან დაკავშირებით. განსახლების
პროგრამები ხოხციელდება, მაგრამ არა საკმარისად და ძალიან
ნელი ტემპით. 2022 წელს ჩვენი დევნილობის 30 წელი
სრულდება და აუცილებელია, ადამიანებს ღირსეული
საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ.
ასოციაცია კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
მომხდარი ტრაგედიის გამო და მოუწოდებს
პასუხისმეგებელ პირებს სასწრაფოდ მიიღონ ზომები და
გადამწყვეტი ნაბიჯები ახალი ტრაგედიების თავიდან
ასაცილებლად.
Comments