top of page

სიახლეები

Search

ასოციაცია „თანხმობა“ ს წინადადება

იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ მოგმართავთ თხოვნით, რათა მიღებულ იქნას სპეციალური ზომები „დათა პაპას“ (დათო ვანიშვილს) ხსოვნის საპატივსაცემოდს.

დათა პაპას ანდერძი: „სახლი არ დატოვო, არსად წახვიდე, სახლი არ წაგვართვან, ფეჩთან დაჯექი, ქართველები დაგეხმარებიან“ - ეს იყო დათა ვანიშვილის ბოლო სიტყვები. ეს ანდერძი, ოკუპაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული დათა ვანიშვილის მეუღლემ ვალია ბებომ უნდა შეასრულოს.

მოგმართავთ წინადადებით, პატივი მიეგოს დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება და მის მეუღლეს, ვალია ვანიშვილს დაენიშნოს ომში დაღუპულის ქვრივის/ოჯახის წევრის 1000 ლარიანი კომპენსაცია სიცოცხლის ბოლომდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ წინადადებას მთლიანად შიდა ქართლის მოსახლეობა მხარს დაუჭერს.




Commentaires


bottom of page