2022 წლის 30 აპრილს, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ, გერმანული ორგანიზაციის “პური მსოფლიოსთვის“ დაფინანსებული პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში შიდა შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაცია „თანხმობა“-ს თბილისის და რეგიონალური ოფისების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო მომავალი 3 წლის განმავლობაში სამუშაო პრიორიტეტების, გეგმებისა და მუშაობის მიმართულებების აქტიური განხილვა და მათი განსაზღვრა. დისკუსიის შედეგად, ორგანიზაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს 7 პრიორიტეტულ საკითხს, რომლებზეც მუშაობას ორგანიზაცია უახლოესი 3 წლის განმავლობაში აპირებს. ეს პრიორიტეტებია: მშვიდობა და ადამიანის უსაფრთხოება, დევნილთა უფლებები, ჯანდაცვა, ახალგაზრდებთან მუშაობა, მუშაობა კონფლიქტის პირა სოფლებში, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალების ეკონომიკური გაძლიერება და რეგიონალური უსაფრთხოების ხელშეწყობა.
top of page
bottom of page
Kommentarer