კონფერენცია დაფინანსებულია ორგანიზაცია „Bread for the World“ პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში, ასევე გამოყენებული იყო ორი სხვა პროექტის მასალები - დევნილთა საჭიროებების კვლავა (EU/Expertise France) და „ქალები და ახალგაზრდები. ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ გაეროს ქალთა ორგანიზაცია).
პირველი დღე მიეძღვნა ქალთა და ახალგაზრდების პოზიტიურ როლს მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ჩატარდა ორი პანელი, სადაც გამოცდილმა ექსპერტებმა გააჟღერეს საკუთარი ხედვა კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესზე საქართველოში, ისაუბრეს ახალ რეალობაზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომმა განაპირობა. ამ კონტექსტში მომხსენებლებმა ისაუბრეს იმ ახალ გამოწვევებზე, რომელიც აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს( თავისუფალი გადაადგილების სირთულეები, სამგზავრო დოკუმენტები), ხაზი გაუსვეს კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე დიალოგის ინსტიტუციონალიზაციაზე და მშვიდობის პოლიტიკისა და მშვიდობის დღის წესრიგის არსებობის აუცილებლობაზე . საინტერესო დისკუსია გაიმართა ნეიტრალური დოკუმენტების სტატუსზე და გამოყენების საშუალებაზე.
აქცენტი გაკეთდა ქალების და ახალგაზრდების პოზიტიურ როლზე მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესებში. საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაგვიზიარეს ბ-ნმა არჩილ გეგეშიძემ, პაატა ზაქარეიშვილმა, უჩა ნანუაშვილმა, ქ-ნმა ნინო კალანდარიშვილმა, ელენე რუსეცკიმ და სხვა ექსპერტებმა.
პანელის შემდეგ შედგა ჯგუფური მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავდა არასამთავრობო ორგანიზაციების, გადაწყვეტილების მიმღები პირების, ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობით, მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებული გამოწვევების და საჭიროებების განსაზღვრა.
Comments