top of page

სიახლეები

Search

შეხვედრა ზედაეწერაში


27 თებერვალს ასოციაცია „თანხმობა“-ს იურისტი ნანა გოგოხია და სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორი მარინა დავითაია შეხდნენ სოფელ ზედაეწერაში ჩასახლებულ დევნილებს.გაეცნენ მათ საჭიროებებს. იურისტის მიერ ჩატარდა სამართლებრივი კონსულტაცია და ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა სხავდასხვა სამართლებრივ საკითხზე მიეღო ამომწურავი ინფორმაცია.

მოსახლეობამ დიდი სურვილი გამოთქვა, რომ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ტიპის შეხვედრებში, რომელიც უკეთ გააცნობდა როგორც დევნილთა უფლებებს, ასევე ხელს შეუწყობდა მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

bottom of page