26 იანვარს ზუგდიდში, სოციალურ კაფეში „მეგობარი“ გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში მომუშავე მენტორებთან. მენტორები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, რომლებსაც აქვთ გარკვეული პროფესიული და ცხოვრებისეული წარმატებული გამოცდილება და ამ გამოცდილებას მოხალისეობრივად უზიარებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს, ეხმარებიან მათ ახალი ინტერესების აღმოჩენასა და განვითარებაში. თითოეული მენტორი სამენტორე პირთან 10 თვის მაძილზე მუშაობდა და ცდილობდა ხელი შეეწყო კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის საზოგადოებაში ინტეგრაციას.
მენტორობის კომპონენტი ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ნაბი-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში მიმდინარეობდა.