ისევ ფორუმ თეატრი და ისევ ძალიან აქტიური ჩართულობა! ამჯერად, გორის მე-2 საჯარო სკოლა. მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი ფორუმ თეატრის ტექნიკისა და უპირატესობების შესახებ. ასევე, ნახეს და აქტიურად ჩაერთვნენ სპექტაკლში, სადაც მათი აზრი და ქმედება ყოველთვის მნიშნელოვანია. ყველა გაჟღერებულმა მოსაზრებამ და გადაწყვეტილებამ, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო გახადა. რისთვისაც დიდი მადლობა მასპინძელ სკოლას და თითოეულ მონაწილეს. აქტივობა ჩატარდა ერთობლივი პროექტის “ფორუმ თეატრი, თემების ჩართვის ახალი შესაძლებლობა”-ს ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია "ქალები განვითარებისთვის" (სომხეთი) და ქალთა ასოციაცია “თანხმობა” (საქართველო) ახორციელებს.