top of page

სიახლეები

Search

ფორუმ თეატრი


სომხეთის უძველეს ქალაქ გიუმრიში, 13 ოქტომბერს ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. ერთობლივი პროექტის “ფორუმ თეატრი, თემების ჩართვის ახალი შესაძლებლობა”-ს ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია "ქალები განვითარებისთვის" (სომხეთი) და ქალთა ასოციაცია “თანხმობა” (საქართველო) ახორციელებს, ჩატარდა ორი ფორუმ თეატრი. ქართველმა და სომეხმა ახალგაზრდებმა წარმოადგინეს სპექტაკლები, რომლის მიზანიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება იყო. ყველა შევთანხმდით, რომ სიყვარულით გაკეთებული საქმე სიკეთის მომტანია და მშვიდობის გავრცელება ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარების კარგი ალტერნატივაა.

"დავიწყოთ ახლას" გუნდმა ბევრი მეგობარი შეიძინა. მადლობა მასპინძელ ორგანიზაციას ასეთი ჩართულობის, საჩუქრებისა და ემოციებისთვის.

bottom of page