იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ აცხადებს განაცხადების მიღებას პროექტის “ერთად ჩვენი უფლებებისათვის“ ფარგლებში მიკრო პროექტის პროგრამაში მონაწილეობისათვის.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ახალგაზრდებსა (35 წლამდე) და ქალებს.
პრიორიტეტი მიენიჭება ჯგუფურ პროექტებს, რომლებიც მიმართული იქნებიან თემის განვითარებასა და კეთილდღეობის შექმნაზე/გაზრდაზე.
მიკროპროექტის ბიუჯეტი უნდა იყოს 500-დან 1500 ლარამდე, ხოლო ჯგუფურისა - მაქსიმუმ 5000 ლარი.
პროგრამაში მონაწილეობის დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ანკეტა/აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს ვებსაიტზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 აგვისტო ელექტრონულად მისამართზე:
marikaberia@yahoo.com ან სათაო ოფისში მიტანით.
კონსულტაციისთვის მოგვმართეთ:
მის.: თბილისი, თამარ მეფის გამზ. 20;
ტელ.: +995 32 2344982