დღეს ტარდება "იძულებითი გადაადგილების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების მე-20 წლისთავისათვის" მიძღვნილი კონფერენცია "იძულებითი გადაადგილების შესახებ". კონფერენციას ესწრება გაეროს სპეციალური მომხსენეელი დევნილთა ადამიანის უფლებებზე, ქ-ნი სესილია ხიმენეზ-დამარი. თავის მოხენებაში სპეციალურმა მომხსენებელმა ხაზი გაუსვა გაჭიანურებული იძულებითი გადაადგილების პრობლემებს, მათ შორის, საქართველოში და იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც მიღებულია გაეროს მიერ სახელმძღვანელო პრინციპების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით. ასოციაცია "თანხმობა"-ს თავმჯდომარემ დააყენა საკითხები - დევნილი ქალებისა და გოგონების უფლებებისა და რეზოლუცია 1325 უფრო აქტიური ჩართვისა სამინისტროს პროგრამებში, ასევე, გამოთქვა მოსაზრება, რომ დევნილთა შემწეობის რეფორმა არის ძალიან კომპლექსური საკითხი, და ასეთი რეფორმის დაგეგმარების დროს ძალიან ფრთხილი მიდგომა უნდა იყოს გამოყენებული.