top of page

სიახლეები

Search

უკრაინის დელეგაციის სასწავლო ვიზიტი საქართველოში


უკრაინის გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში, უკრაინის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მუნიციპალიტეტების 23 წარმომადგენელი ერთი კვირის განმავლობაში სტუმრობენ საქართველოს მუნიციპალიტეტებს. ვიზიტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ერთდღიან სემინარში ქ. თბილისში, სადაც მოისმინეს საქართველოში დევნილთა სიტუაციის და არსებული დახმარების პროგრამის შესახებ, მომხსენებლები იყვნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვის და სოციალური საკითხების ანალიტიკური დეპარტამენტის უფორი, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიაციები.

სტუმრებს აინტერესებდა როგორ არის ორგანიზებული დევნილთა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგი, რამდენად არის დაცული ადამიანის და საზოგადოების უსაფრთხოება და რა წვლილი შეაქვს ამ პროცესში თავად დევნლითა თემს (თემის დონეზე უსაფრთხოება). უკრაინაში, გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით, შექმნილია ღია დიალოგის პლატფორმა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოხელეები, პოლიციის თანამშრომლები, ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობა.

სემინარის შემდეგ, სტუმრები გაემგზავრნენ ქ. გორში, სადაც შეხვდნენ მუნიციპალიტეტის ვიცე-მერს და სოციალური განყოფილების უფროსს, გუბერნატორის მოადგილეს, საკრებულოს წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დევნილებს. უკრაინის დელეგაციის წევრებს ძირითადად აინტერესებს დევნილთა თვითორგანიზების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და სოციალური ჩართულობის საკითხები - როგორც თვითმმართველობის, ასევე თემის დონეზე.

მეორე დღეს დელეგაცია სტრუმრობდა წყალტუბოსა და ქუთაისს, სადაც შეხვედრები გაიმართა მუნიციპალიტეტთან, არასამთავრობო სექტორთან, ორგანიაცია „ხალხი გაჭირვებაში“ და მათ პროექტთან (ხონის გამგეობა);

ზუგდიდში სტუმრები შეხვდნენ მუნიციპალიტეტის და მერიის თანამშრომლებს, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების და დენვილთა სამინისტროს წარმომადგნლებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიაციების წარმომადგენლებს, ასევე ჩავიდნენ ს. განმუხურში, სადაც შეხვდნენ განმუხურის სკოლის მასწავლებლებს და ადგილობრივ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, ქალებს. ვიზიტი ორგანიზებულია იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, სტუმრები შეხვდნენ საპარლამენტო გენდერული თანასწორობის საბჭოს, თბილისის საკრებულოს, მოინახულებენ წეროვანის დევნილთა დასახლებას. ბოლო ორი დღის ვიზიტები ორგანიებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ.

bottom of page