2019 წლის იანვარში დასრულდა პროექტის: „გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში“ აქტივობები.
იგი ხორციელდებოდა ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს მიერ „მშვიდობის მშენებელთა რეგიონალური პლატფორმის“ და სომხური ორგანიზაციის „ქალები განვითარებისთვის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
პროექტი 2018 წლის სექტემბერში დაიწყო, ითვალისწინებდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, კერძოდ უფროსკლასელებისა და მასწავლებლების ინფორმირებულობის გაზრდას „ქალი, მშვიდობა, უსაფრთხოებას“ დღის წესრიგის შესახებ. ბენეფიციარები იყვნენ საქართველოს 4 მუნიციპალიტეტის პედაგოგები და უფროსკლასელები: კაზრეთი, გარდაბანი, გრემისხევი და მერეთი. ოთხივე ლოკაციაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, კვლეული იყო მათი საჭიროებები, ჩატარდა ტრენინგები ადგილებზე და თბილისში. „კონფლიქტი, მისი პრევენცია და მართვის საშუალებები„ ჩატარებისას გამოყენებული იყო სომეხი კოლეგების მიერ მომზადებული სატრენინგო მოდული, რომელიც აპრობირებულია უკვე სომხეთის 600 სკოლაში და რეკომენდირებულია სომხეთის განათლების სამინისტროს მიერ, როგორც სავალდებულო სატრენინგო მოდული სკოლაში არაფორმალური განათლების ფარგლებში. დეკემბრის ბოლოს ჩატარდა ბენეფიციარებისა და განათლების სამინისტოსთან ერთად ერთობლივი მრგვალი მაგიდა, სადაც შესაძლებელი გახდა შემდგარიყო უკუკავშირი მასწავლებლებისგან სამშვიდობო განათლების პილოტზე; სამინისტროს წარმომადგენლებმა მოისმინეს მასწავლებელების ძირითადი პრობლემები და საჭიროებები, ერთობლივად იმსჯელეს პრობლემების გადაწყვეტაზე სამოქალაქო და სამშვიდობო განათლების სფეროში.