top of page

სიახლეები

Search

რეზოლუცია 1325


გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს კოოპერირებით, პროექტის: „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა (მათ შორის ყველაზე მარგინალიზებულისაც), მონაწილეობის გაძლიერება“ აქტივობები. 2018 წლის ნოემბერში ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს მიერ 3 სამიზნე მუნიციპალიტეტში (კასპი, ქარელი და გორი) ჩატარდა 3 სამოქალაქო ფორუმი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიის, საკრებულოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის (როგორც დევნილი, ასევე კონფლიქტის გამყოფი ზოლის სოფლების მცხოვრებების) მონაწილეობით. ფორუმის შედეგად შეიქმნა სამი 10კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების რეალური საჭიროებების ჩართვაზე მუნიციპალურ გეგმებში.

ამ გეგმების რეალიზაციაზე ერთობლივი მუშაობა გაგრძელდა 2018 წლის 7 და 8 დეკემბერს ქ. ბორჯომში ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-სემინარზე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები -სულ 31 ადამიანი. დაიწყო მუშაობა ამ გეგმების იმპლემენტაციის საგზაო რუკაზე. სამუშაოს უძღვებოდნენ იულია ხარაშვილი, მაია კუპრავა, მარინა ფოჩხუა და არინა თავაქარაშვილი.

bottom of page