top of page

სიახლეები

რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში

  • Writer: Admin
    Admin
  • Nov 8, 2018
  • 1 min read

Updated: Apr 6, 2020


არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს კოოპერირებით, 2018 წლის ნოემბერში დაიწყო პროექტის: „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა (მათ შორის ყველაზე მარგინალიზებულისაც), მონაწილეობის გაძლიერება“ განხორციელება. პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და განხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაწილეობითა და მხარდაჭერით.

პროექტის შედეგად მოხდება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების რეალური საჭიროებების ჩართვა მუნიციპალურ გეგმებში, ერთობლივი მუშაობა ამ გეგმების რეალიზებაზე. დამტკიცებული გეგმების მიერ გათვალისწინებულმა ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების ადამიანური უსაფრთხოების გაზრდასა და მათი უფლებების რეალიზებას.

პროექტის ბენეფიციარია საქართველოს 10 მუნიციპალიტეტი: გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო.

Comments


bottom of page