top of page

სიახლეები

Search

3-თვიანი საგანმანათლებლო პროგრამა


იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ აგრძელებს პროგრამის „ლიდერთა აკადემია“-ს განხორციელებას პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში. ამჯერად მუშაობა ტარდება იმერეთში, წყალტუბოში. 2018 წლის სექტემბერში დაიწყო 3-თვიანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თემების აქტივისტებისათვის, საჯარო მოხელეებისათვის, ქალების, ახალგაზრდებისა და დევნილებისთვის და სხვა, დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.

უკვე ჩატარდა რამდენიმე თემატიკის ტრენინგი ასოციაციისა და მოწვეული ტრენერების მეშვეობით: ეკონომიკური გაძლიერება - ირმა ქორთუა, ლიდერობა-მარინა ფოჩხუა, დემოკრატიული მმართველობა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი - ნანა გოგოხია, გენდერი; ოჯახში ძალადობა - ლალი შენგელია და ლეილა აშორდია.

თემატური ტრენინგები გრძელდება.

bottom of page