top of page

სიახლეები

Search

კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს ბიზნეს იდეები დაუფინანსდებათ


2018 წლის 15 მაისს პროექტის "ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ " ფარგლებში მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის პირველი ეტაპის განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში იმ პრობაციონერებს, ყოფილ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომელბმაც 2007 წლის ივნისიდან მოყოლებული ასოციაცია "თანხმობა"-ს გორის საინტეგრაციო ცენტრში გაიარეს 3 თვიანი სასწავლო კურსი და სერთიფიკატი მიიღეს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ ბიზნეს განაცხადი და მიიღონ დაფინანსება 1500 ევროდან (ინდივიდუალური განაცხადი), 5000 ევრომდე (ჯგუფური განაცხადი).

პირველ ეტაპზე შეირჩევა ის 20 ბენეფიციარი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგში. ამისათვის ბენეფიციარებმა უნდა შეავსონ განაცხადი (იხ. ბმული), რომელიც უნდა წარმოადგინონ გორის საინტეგრაციო ცენტრში 18 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, სუხიშვილის ქ. #63.

განაცხადის ფორმის გადმოსაწერად დააჭირეთ შემდეგ ბმულს: განაცხადი

bottom of page