top of page

სიახლეები

Search

3-თვიანი პროგრამა „ლიდერთა აკადემია“


იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში 2018 წლის თებერვალში დაიწყო 3-თვიანი პროგრამის „ლიდერთა აკადემია“-ს განხორციელება.

ლიდერთა აკადემია ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თემების აქტივისტებისათვის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების, ახალგაზრდებისა და დევნილებისთვის, არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს ორ ლოკაციაში - ქვემო ქართლში (წინწყარო) და ზუგდიდში ჩატარდა ტრენინგების ციკლი. პროგრამის მონაწილე ქალებსა და ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა შეიძინონ უნარ- ჩვევები როგორც სამოქალაქო სექტორში მუშაობისათვის, ასევე დემოკრატიიზაციისა და ევროინტეგრაციის იდეების წინწაწევისა და ლობირებისთვის.

უკვე ჩატარდა რამდენიმე თემატიკის ტრენინგი ასოციაციისა და მოწვეული ტრენერების მეშვეობით: ეკონომიკური გაძლიერება , თვითკმარობა - ირმა ქორთუა, მოლაპარაკებების უნარ-ჩვევები - მედეა ტურაშვილი, ივეტა როდონაია; ევროკავშირი-ასოცირების ხელშეკრულება- მიხეილ მაზმიაშვილი, თვითმმართველობა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება -ნანა გოგოხია

თემატური ტრენინგები გრძელდება.

bottom of page