2018 წლის 11 მარტს სოფელ ნიქოზში პროექტის "ახალგაზრდებს შორის ხიდების მშენებლობა" ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაძე "ჯანსაღი ცხოვრების წესი" (დამოკიდებულების ტიპები, ალტერნატივა, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის პრევენცია).
ტრენინგის თემა აქტუალური აღმოჩნდა. ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათი საზოგადოებისთვის - ალკოჰოლიზმი, თამბაქოს მოწევა თითქმის ნორმაა. ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში. მათ აღნიშნეს, რომ რა თქმა უნდა, ჰქონდათ ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების საფრთხეების შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ამაზე სერიოზულად არ უფიქრიათ.
ასევე ტრენინგზე განიხილეს თემები, როგორიცაა დღის რეჟიმი, ჯანსაღი კვება, ეკოლოგიის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე, ფიზიკური აქტივობა და ა.შ.