2018 წლის 6 და 7 მარტს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის იურისტი ნანა გოგოხია პროექტის "ერთად ჩვენი უფლებებისათვის" ფარგლებში შეხვდა სოფელ ზარდიაანთკარის და სოფელ კოშკის მოსახლეობას და გააცნო მათ 2018 წელს გორის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პროგრამები. ასევე გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია.