2018 წლის 26 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით პროექტის "ლატვიაში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე კოორდინირებული რეაგირება"-ს ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო ვიზიტით იგპ "ქალთა ასოციაცია "თანხმობის" წარმომადგენელი ხატია ქარდავა იმყოფებოდა ლატვიაში. ამ შეხვედრის ორგანიზატორი იყო ქალთა რესურს ცენტრი "მარტა".
პროექტის ფარგლებში ქართველი და აზერბაიჯანელი მონაწილეები შეხვდნენ ლატვიის სახელმწიფო პოლიციის, კეთილდღეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და ლატვიის პარლამენტის წამომადგენლებს. აგრეთვე, მონაწილეები ეწვივნენ ქალებისა და ბავშვების დღის ცენტრებსა და თავშესაფრებს, ესაუბრნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებს და გაეცნენ ცენტრი "მარტას" მუშაობას.