top of page

სიახლეები

Search

ტრენინგი თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და მნიშვნელობა“


2018 წლის 18 თებერვალს „ერთად ჩვენი უფლებებისათვის“ პროექტის ფარგლებში წინწყაროს ლიდერთა აკადემიის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და მნიშვნელობა“. მას სულ 13 მონაწილე ესწრებოდა, რომელთაგან 4 იყო მამრობით სქესის წარმომადგენელი, დანარჩენი კი ქალბატონები.

მონაწილეებს ტრენინგზე მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის ცნების, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეთა ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ.

bottom of page