top of page

სიახლეები

Search

პროექტის "ერთად ჩვენი უფლებებისთვის" ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „ადვოკატირება“


2017 წლის 31 ოქტომბერს თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ წინწყაროში ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისთვის, “პური მსოფლისთვის”-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ერთად ჩვენი უფლებებისთვის" ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „ადვოკატირება“ (ტრენერი მარინა ფოჩხუა). ტრენინგს ესწრებოდა 12 მონაწილე, ყველა ქალბატონი. დასახელდა თემის პრობლემები: სასმელი და სარწყავი წყლის არქონა, მოუწყობელი ცენტრალური და შედა გზები, არის საბვშვო ბაღი, მაგრამ არ არის საბაგე ჯგუფი, არ არის საგზაო ნიშნები, სკოლასთან ე.წ. „მწოლიარე პოლიციელი“, სახლების დაკანონება-საკუთრებაში გადაცემა, სანაგვე ურნების დამატება, სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა, სკვერის მოწყობა, საცეკვაო წრისთვის დარბაზის გამოყოფა. გამოიკვეთა არაინფორმირებულობა სხვადასხვა საკითხებში: დევნილთა განსახლება, დევნილთა საცხოვრებელი ფართების პრივატიზაცია,მათი გადმოცემით, სამინისტროდან ვერ ღებულობენ პასუხს წერილებზე, ვერ ახერხებენ შეხვედრებს გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან. დაიგეგმა შემდეგი საკონსულტაციო შეხვერები და ტრენინგები ასოციაციის ლიდერთა აკადემიის ფარგლებში თემებზე: ლიდერობა, ვიზა ლიბერალიზაცია, მიგრაცია, ოჯახში ძალადობის პრევენცია, კონფლიქტები და მათი მართვა. მონაწილეები ტრენინგზე გამოირჩეოდნენ აქტიულობით.

bottom of page