top of page

სიახლეები

Search

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი


2017 წლის 24-27 ოქტომბერს ქ.ტალინში შედგა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დელეგაციამ. მე- 4 სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ასოციაცია „თანხმობა“ მონაწილეობდა. შეხვედრის დროს გაიმართა დისკუსია იმ პრიორიტეტებზე, რომელიც წარდგენილი იყო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითადი მიზნები 2020 წლისათვის. შეხვედრაში ასოციაციაციის წარმომადგენელი, ქ–ნი იულია ხარაშვილ, შემდეგი წინადადებებით გამოვიდა: წარდგენილ მიზნებში ჩართული იყოს არსებული კონფლიქტების ტრანსფორმირებისა და ხანდაზმულთა პრიორიტეტების საკითხები.

bottom of page