top of page

სიახლეები

Search

ტრენინგი სამოქალაქო აქტივიზმზე, ლიდერობასა და ეფექტურ კომუნიკაციაზე


ტრენინგი სამოქალაქო აქტივიზმზე, ლიდერობასა და ეფექტურ კომუნიკაციაზე 7 ოქტომბერს გარდაბანში ასოციაცია „თანხმობა“-ს საინტეგრაციო ცენტრში პროექტის „ახალგაზრდებს შორის ხიდების მშენებლობა“-ს ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი. პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია “ბეზოს ოჯახის ფონდის” მიერ და ხორციელდება სამხრეთ კავკასიის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციებისა და „ქეა საერთაშორის კავკასიაში“-თან (CARE International in the South Caucasus) თანამშრომლობით. ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: მოხალისეობა, სამოქალაქო აქტივიზმი, გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა, გუნდის შეკვრა და ეფექტური კომუნიკაცია. ტრენერი გახლდათ ქ-ნი მარინა ფოჩხუა.

bottom of page