30 სექტემბერს სოფელ ზემო ნიქოზში ასოციაცია „თანხმობა“-ს საინტეგრაციო ცენტრში პროექტის „ახალგაზრდებს შორის ხიდების მშენებლობა“-ს ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი. პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია “ბეზოს ოჯახის ფონდის” მიერ და ხორციელდება სამხრეთ კავკასიის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციებისა და „ქეა საერთაშორის კავკასიაში“-თან (CARE International in the South Caucasus) თანამშრომლობით.
ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: მოხალისეობა, სამოქალაქო აქტივიზმი, გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა, გუნდის შეკვრა და ეფექტური კომუნიკაცია. აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ ახალგაზრდები გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის გამყოფი ხაზისპირა სამი სოფლიდან (ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი და ზემო ხვითი). ტრენერი გახლდათ ქ-ნი მარინა ფოჩხუა.