top of page

სიახლეები

Search

ასოციაცია „თანხმობა“ იწყებს ტრენინგებს ლიდერთა აკადემიაში


2017 წლის ოქტომბერში იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ იწყებს ტრენინგებს ლიდერთა აკადემიაში. ტრენინგები ჩატარდება თბილისში, ქვემო ქართლში (წინწყარო), გორში, იმერეთში, ზუგდიდსა და მცხეთა-მთიანეთში. სწავლა 3 თვიანია (სულ 15 დღე წინასწარ შეთანხმებით). ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დევნილ და კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან ქალბატონებს და ახალგაზრდებს (35 წლამდე). აკადემია მოიცავს უნარ-ჩვევების ფართო სპექტრს, როგორიცაა ეკონომიკური გაძლიერება და თვითკმარობა, ბიზნეს გეგმის შედგენა, მოლაპარაკებების წარმართვა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პრაქტიკული მნიშვნელობა და სხვა.

დასწრება უფასოა. მსურველებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ა.წ. 30 სექტემბრამდე (თბილისისთვის) და ოქტომბრის 15 რიცხვამდე რეგიონებისთვის ელექტრონულად: mpochkhua@gmail.com, marikaberia@yahoo.com, ან ჩააბარონ ადგილებზე მისამართზე:

  • თბილისი - თამარ მეფეს 20, მეორე სართული, ასოციაციის ოფისი (ტელ. 234 4982)

  • ზუგდიდი - ფერდინანდის 6, ასოციაციის ოფისი,მარინა დავითაია ( ტელ. 599 017512)

  • გორი - სუხიშვილის 63, ასოციაციის ოფისი, ია ზუბაშვილი (ტელ. 599 131308)

  • წინწყარი - „ქალთა ცენტრი“ ელეონორა გურჩიანი. (ტელ. 595 303116)

  • წყალტუბო - ლეილა აშორდია, ელექტრომეურნეობა,(ტელ. 598 737577)

იხილეთ პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის” ფარგლებში ლიდერთა აკადემიაში მონაწილეობისათვის სააპლიკაციო ფორმა:

bottom of page