11 სექტებერს ქსნის 15 დაწესებულებაში პროექტის "ნაბიჯ –ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ" ფარგლებში გაიხსნა მინანქრის შემსწაველი სახელოსნო. სახელოსნოში დაგეგმილია 70- მდე მსჯავრდებულის პროფესიული გადამზადება, რის შემდეგაც მსაჯვრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დასაქმდნენ და შემოსავალი მიიღონ. სახელოსნოს გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური სამმართველოს ხელმძღვანელი ქალბატონი ლეილა აფციაური, ასოციაციის თავმჯდომარე იულია ხარაშვილი, პროექტის მენჯერი საქართველოში ნანა გოგიოხია, პროექტის მენეჯერი ნიკოლ მარია ბაუერი , პროექტის ერთ-ერთი დონორი ავსტრიის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე და ციხის თანამშრომლები მსჯავრდებულებთან ერთად ესწრებოდნენ.