top of page

სიახლეები

Search

შეხვედრა ასოციაციის თავმჯდომარესა და პროექტის მონაწილეებს/ექსპერტებს შორის


27 ივლისს ასოციაცია „თანხმობის“ ოფისში გაიმართა შეხვედრა ასოციაციის თავმჯდომარესა და პროექტ „დავძლიოთ ომის შედეგები ერთად“-ის მონაწილეებს/ექსპერტებს შორის. პრეოქტის მონაწილეები იყვნენ სომხეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან და საქართველოდან. პროექტი დაფინანსებულია DRA-ს მიერ.

შეხვედრაზე განხილული იყო ასოციაციის საქმიანობა და დევნილთა ამჟამინდელი გამოწვევები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა შეადარეს დევნილთა ინტეგრაციის სხვადასხვა მოდელები და მეთოდები. ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტურ მუშაობას.

bottom of page