1. 18 ივლისს სამეგრელო–ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროში, ხოლო 20 ივლისს იმერეთის პრობაციის ბიუროში შედგა მორიგი ერთობლივი სამუშაო შეხვედრა პროექტის "ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ" ფარგლებში.
შეხვედრას პროექტის თანამშრომლები და პრობაციის ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე შეჯამდა პროექტის პირველი ეტაპის შედეგები და დაიგეგმა მეორე ეტაპის მოსამზადებელი ღონისძიებები.
2. შიდა ქართლის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში დაიწყო პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიღება მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსებზე. პრობაციონერების რეგისტრაცია იწარმოებს შესაბამისი რეგიონების პრობაციის ბიუროებში, ყოფილი მსჯავრდებულების და მათი ოჯახის წევრების კი - დანაშაულის პრევენციის ცენტრის ოფისებში (ცხელი ხაზი 032 2 145 145). ასევე ასოციაცია „თანხმობას“ საინტეგრაციო ცენტრებში შემდეგ მისამართებზე:
- გორი : სუხიშვილის 63. ტურბაზა ავტოკემპინგის მიმდებარე ტერიტორია.
- ზუგდიდი: კომბინატი ლეხ მარია კაჩინსკის ჩიხი 1.
- ქუთაისი: ნიკეას 11.
მსურველთა რეგისტრაცია გაგრძელდება 15 აგვისტომდე.