top of page

სიახლეები

Search

დისკუსია თემაზე – ქალები კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონაში


18 ივლისს გაეროში ჩატარდება დისკუსია თემაზე – ქალები კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონაში, რის საფუძველზე ჩატარდება გლობალური კონსულტაციები მთავრობებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციებში არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი იყოს გათვალისწინებული. ამის მიზნით 17 ივნისს ჩატარდა მრგვალი მაგიდა EED პროექტის “კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისუსაფრთხოების გაზრდა უკეთესი მმართველობით, თემის მობილიზაციითა და ქალთა და ახალგაზრდებისგაძლიერების გზით” ფარგლებში. ფინანსური მხარდაჭერა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია - EED Evangelischer Entwicklungsdienst.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ - პარლამენტის წევრი ზურაბ მჭედლიშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები. წარმოდგენილი იყო არასამთავრობო ორგანიოზაციების ფართო სპექტრი.მრგვალ მაგიდაზე მიღებულ იქნა რეკომენდაციები.

  • უნდა გაიზარდოს ქალების რაოდენობა და ქალის როლი მოლაპარაკების პროცესში, როგორც სამთავრობო, ასევე ადგილობრივ დონეზე.

  • შესაძლებელია სპეციალური საბჭოების ან ქალთა ჯგუფების შექმნა კონფლიქტის ორივე მხრიდან. ჩვენ ვთვლით, რომ ხუთმხრივ მოლაპარაკებებში ქალებმა ორივე მხრიდან უნდა მიიღონ მონაწილეობა. ეს ქალთა ჯგუფები შეიქმნება ხუთმხრივი კომისიის იურისდიქციის ფარგლებში. ამ ჯგუფებში იმუშავებენ – ფსიქოლოგები, ექიმები, ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

  • მოლაპარაკების პროცესში შესაძლებელია დროებითი ზომების მიღება, რაც ხელს შეუწყობს ქალების ჩართვას ამ პროცესში.შეიქმნას მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში, თუნდაც როგორც დამკვირვებელი.

  • შეიძლება გაკეთდეს ინტეგრირებული ჯგუფი, ქალთა დახმარების ჯგუფი (ხუთმხრივი მოლაპარაკების ჯფუფის ფორმატში) თუნდაც სამი მოხალისე ადამიანისგან შემდგარი, იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ და მეტნაკლებად საქმის კურსში არიან. ამ შემთხვევაში სახელმწიფო შეძლებს ამ ქალებისთის სპეციფიკური დახმარების გაწევას.

  • გავზარდოთ ქალთა მონაწილეობა კონფლიქტის პრევენციაში. აუცილებელია ფართო კონსულტაციების ჩატარება (მრგვალი მაგიდები, შეხვედრები, უნდა იყოს შექმნილი სამუშაო ჯგუფები).

  • იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით შეიძლება შევქმნათ დროებითი მექანიზმი ან საკანონმდებლო ინიციატივა–დამატება.

  • ყველა მიღებული საკანონმდებლო აქტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ქალებისთვის, განსაკუთრებით კონფლიქტით დაზარალებუილი ქალებისთვის.

  • განვასხვავოთ პრობლემები, რომლებიც არსებობს დევნილებში და საზღვრისპირა სოფლებში, ინტეგრაციის და რეინტეგრაციის პროცესები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოსტკონფლიქტურ ტერიტორიაზე იყოს დაცული ადამიანის უსაფრთხოება და, კერძოდ, ქალების და ბავშვების უსაფრთხოება.

უნდა იყოს განსხვავებული მიდგომა ქალაქში და სოფლად მცხოვრებ ქალების მიმართ. მიდგომა უნდა იყოს მაქსიმალურად ინდივიდუალური.

  • არის ადამიანების სამი კატეგორია, რომელიც დახმარების მისაღებად საჭიროებს გადახედვას. პირველი კატეგორია - აფხაზეთის ომის დროს დაზარალებულები. ომის შემდეგ გავიდა 17 წელი. დახმარებაში, რომელსაც ახლა იღებენ ქალები, არ არის გათვალისწინებული დღევანდელი რეალობა, რადგან შეიცვალა პრიორიტეტები, შეიცვალა სიტუაცია. მეორე კატეგორია – 2008 წლის ომის შემდეს მძევლებად აყვანილები ხანდაზმული ქალები. ასეთ ოჯახებზე სპეციალური დახმარება არ იყო გათვლილი. მესამე კატეგორია – იმ ადამიანების ოჯახები, რომლებიც დაიღუპნენ არა უშუალოდ სამხედრო მოქმედებების დროს, არამედ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ . ჩვენ უნდა დავსვათ საკითხი - სათანადო საკანონმდებლო აქტის მიღების აუცილებლობაზე, რომ ამ სამ კატეგორიაში შესული ოჯახები აიყვანონ აღერიცხვაზე და გამოუყონ დახმარება.

  • მაქსიმალური ზომები მივიღოთ, რათა შევამსუბუქოთ სიღარიბის დაძლევა. უმუშევრობა – ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. ქალების 50% აღიარებს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა – უმუშევრობაა. რეკომენდაციებში უნდა იყოს შეტანილი ეკონომიკური შესაძლებლობები ქალებისათვის, არა დეკლარაციის სახით, არამედ კონკრეტული შეთავაზებით.

  • უნდა შეიქმნას საინფორმაციო სტრატეგია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ მივიტანოთ ინფორმაცია მოწყვლად ჯგუფებამდე. საფრთხის შექმნის დროს ადამიანს უნდა ჰქონდეს დროული ინფორმაცია, უნდა ხდებოდეს ქალების და ბავშვების ტრანსპორტირება, დროული ევაკუაცია, უსაფრთხო პირობების შექმნა ადგილზე ბუნკერების (ან მსგავსი რამის ) შექმნა. უნდა იყოს შექმნილი ერთიანი სისტემა, რომელიც მიაწოდებს ინფორმაციას როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორიდან (კერძო და საჯარო სექტორიდან).

  • შევქმნათ ჯგუფები, რომლებიც ინფორმაციას მიიტანებენ უშუალოდ მოსახლეობასთან. გავარკვიოთ პრობლემები და შემდეგ ექიმების და ფსიქოლოგების მეშვეობით ეს პრობლემები მოვაგვაროთ.

  • მოხდეს ომის მსხვერპლთა კატეგორიზაცია

  • განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილებს. ეს ხალხი ჩართული იყოს პროგრამებში.

  • აუცილებელია არა მხოლოდ ძალადობასთან ბრძოლა, არამედ პრევენციული ზომების ჩატარება.

  • აუცილებელია, რომ ყველას, ვინც მუშაობს დაზარელებულ ქალებთან, გქონდეს შესაძლებლობა დაზარალებულ ქალებთან მისვლის და კვლევის ჩატარებისა. სიტუაცია უნდა იყოს შესწავლილი, და ეს ინდიკატორები დადებული უნდა იყოს შემდეგი მუშაობისთვის.

  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფსიქო-რეაბილიტაცია ტარდებოდეს არა უშუალოდ კონფლიქტის შემდეგ, არამედ გრძელდებოდეს წლების მანძილზე. ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭერი და ჰუმანიტარულ დახმარებასთან ხელმისაწვდომობა, მაგრამ არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს კომპლექსში სოციალური და ფსიქო-რეაბილიტაციური დახმარება.

  • ქალს აქვს შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნოს საკუთარი იდენტურობა. უნდა მოგვარდეს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები სათანადო ნორმატიული აქტების მიღებით.

მეორე წელია ასოციაცია „თანხმობა“ ახორციელებს რეგიონალურ პროექტს „სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისათვის ქალთა შესაძლებლობების განვითარება“, რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებში ქალების გააქტიურებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიზნით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი ავსტრიის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით.

ქალების შესაძლებლობების გაზრდისათვის მნიშვნელოვანია მათი თანამონაწილეობა ანალიზის და დაგეგმარების პროცესებში.

bottom of page