2017 წლის 23-24 თებერვალს ქ. ქუთაისში შედგა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის" ფარგლებში პირველი ერთობლივი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა პროექტის ყველა პარტნიორი ორგანიზაცია, ქუთაისის პრობაციის ბიუროს უფროსი, დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები და განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული დეტალები და დაიგეგმა სამომავლო გეგმები.
პროექტი "ნაბიჯ- ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის" მიზნად ისახავს პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას. 2017 წლის 1 თებერვლიდან დაიწყო აღნიშნული პროექტის მეორე ეტაპი და იგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ( შიდა ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში) 20120 წლის 1 თებერვლამდე განხორციელდება.