5 თებერვალს ქ. ზუგდიდში ჩატარდა ასოციაციის ჯგუფის შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრის დროს მოხდა ასოციაციის ახალი პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ პრეზენტაცია (დაფინანსებულია „პური მსოფლიოსათვის“). საუბარი შეეხო ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებში ყველა არსებულ პრობლემას, მათ შორის, განსახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე დისკუსია შეეხო დევნილთა შემწეობასთან დაკავშირებულ შესაძლო რეფორმას. დევნილთა აზრით დღეისთვის დევნილთა ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად მძიმეა და დასაქმების შესაძლებლობები იმდენად მწირეა, რომ შემწეობის გაუქმება კიდევ უფრო დააზარალებს ისედაც დაზარალებულ ხალხს. ასევე ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი დევნილთა ძირითადი პრობლემების გასარკვევად.
top of page
bottom of page