ა.წ. 19 ივნისს, დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარდაბანში, დევნილთა დასახლებაში, ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ გამართა შეხვედრა-აქცია, რომლის ფარგლებშიც კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს გაეწიათ უფასო იურიდიული და სამედიცინო კონსულტაცია. შეხვედრას დაესწრნენ ერედვის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები: ბ-ნი გაიოზ ვერუაშვილი და ვალიკო ქრისტესიაშვილი.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს დასახლებაში მცხოვრებმა ბავშვებმაც. მათ მოხატეს ასფალტი თემებზე:" მშვიდობა"; "ჩემი ოცნების სახლი