top of page

სიახლეები

Search

ასოციაცია „თანხმობა“-მ დაიწყო სამოდელო გაკვეთილების დისტრიბუცია


2016 წლის 14 აპრილს ასოციაცია „თანხმობა“-მ პროექტის “კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება“-ს ფარგლებში დაიწყო კონფლიქტის გამყოფ ხაზთან სოფლების სკოლებში სამოდელო გაკვეთილების დისტრიბუცია. აღნიშნული გაკვეთილები ასოციაციის მიმართვის შედეგად მოამზადა საქათველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა.პირველი ღონისძიება ჩატარდა სოფელ ერგნეთში. ქალბატონმა მარინა ფოჩხუამ და აღნიშნული სსიპ-ს სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის სამსახურის უფროსმა მარიკა სიხარულიძემ სკოლის დირექტორს ქალბატონ მედეა ტრამაკიძეს გადასცეს საშუალო სკოლის 16 საგანში სამოდელო გაკვეთილების ჩანაწერები. სკოლაში ირიცხება 58 მოსწავლე, მუშაობს 21 მასწავლებელი. გაიმართა კონცერტი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.

bottom of page