პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.
2016 წლის 24 თებერვალს პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის - ინტეგრირებული მიდგომები მდგრადი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ დასკვნითი ცერემონიალი შედგა.
ასოციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარემ ქ-მა იულია ხარაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ წლების მანძილზე ორგანიზაცია იძულებით გადაადგილებულ პირებთან და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან მუშაობს. შიდა ქართლი, როგორც 2008 წლის კონფლიქტის შედეგად ყველაზე დაზარალებული რეგიონი, მუდამ ასოციაციის ყურადღების ცენტრშია. პროექტში „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის - ინტეგრირებული მიდგომები მდგრადი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ ასოციაცია მუშაობდა ავსტრიულ ორგანიზაცია „Hilsfwerk”-თან , ასევე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს ავსტრიულ ორგანიზაციასთან HILFSWERK AUSTRIA INTERNATIONAL და ცდილობს განახორციელოს განვითარებაზე ორიენტირებული ერთობლივი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირების უფლებების დაცვასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. დაფინანსების გლობალური მიზანი იყო საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების ხელშეწყობა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების განხორციელების გზით. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა შიდა ქართლში მცხოვრები 2008 წლის ომის დროს დაზარალებული მოსახლეობა. პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის“ იყო პირველი, რომელმაც ინტეგრაციული მიდგომა გამოიყენა შიდა ქართლის რეგიონში პრობაციონერთა, ყოფილ პატიმართა და სხვა რისკ ჯგუფების რეაბილიტაციის მიზნით .
პროექტის მსვლელობა და შედეგები საზოგადოებას გააცნო პროექტის მთავარმა ტრენერმა ნანა გოგოხიამ. რეკომენდაციიები გააჟღერა პროექტის მენეჯერმა ნიკოლ. ბაუერმა. პროექტის მნიშვნელობასა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე თავის გამოსვლაში ევროკავშირის წარმომადგენელმა, პროექტებისგანყოფილებისუფროსისმოადგილემსტეფან შტოკმა ისაუბრა.
სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილემ თამარ ხულორდავამ აღნიშნა პროექტის უდიდესი მნიშვნელობა, როგორც შემსრულებლებისთვის, ასევე ბენეფიციარებისათვის. ერთობლივი მუშაობისა და ნოვატორული მიდგომის შედეგად (მუშაობაში ჩართულნი იყვნენ არა მარტო პრობაციონერები და ყოფილი მსჯავრდებულები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც) შესაძლებელი გახდა მიზნის სრულყოფილი მიღწევა.
სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი - მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, რომელსაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. ეს პრიორიტეტი ვერ განხორციელდება სარეაბილიტაციო პროგრამების გარეშე, ამაში კი მნიშვნელოვანი როლი აღნიშნულმა პროექტმა ითამაშა. ის ბენეფიციარებს დაეხმარა ახალი უნარების შეძენაში, მუშაობის დაწყებასა და საკუთარი ბიზნესის აწყობაში, ასევე საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში.
შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსმა გიორგი გეთიაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტში სხვადასხვა რაიონის პრობაციონერები მონაწილეობდნენ (ხაშურის, კასპის, გორის). საინფორმაციო შეხვედრების შედეგად მოხდა ბენეფიციართა შერჩევა, მათ უნაზღაურდებოდათ მგზავრობის და კვების ხარჯები. გაკეთდა რისკების და საჭიროებების ანალიზი. პრობაციის ბიუროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - ყოფილ მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა დასაქმება. სწავლების შედეგად მიღებულმა კვალიფიკაციამ პრობაციონერები კონკურენტუნარებიანები გახადა.
შემდეგ ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი პროექტის მსვლელობასა და შედეგებზე.