top of page

სიახლეები

Search

ს. ერგნეთში ჩატარდა შეხვედრა თემთან ერგნეთი


9 თებერვალს ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს ორგანიზებით, ს. ერგნეთში ჩატარდა შეხვედრა თემთან. შეხვედრა ორგანიზებული იყო თემის მოთხოვნით, და ეხებოდა ორ საკითხს - მიწის რეგისტრაციის შესახებ მთავრობის ახალ ინიციატივებს და, ასევე, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში თემის მონაწილეობის აუცილებლობას.

სოფლის განვითარების პროგრამების შესახებ. ქ-მა მარინა ფოჩხუამ ესაუბრა მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე. გააცნო კრებაზე დამსწრევებს პროგრამის ძირითადი მოთხოვნები და პროცედურები. ასევე ესაუბრა მათ სოფლის კრებების შეკრების აუცილებლობაზე , რომ უნდა აირჩიონ ლიდერი, წარმომადგენელი, რომელიც განახორციელებს კომუნიკაციას სოფელსა და სახელმწიფო უწყებებს შორის.

შეხვედრაზე ადგილობრივების თხოვნით მოწვეული იყო საიას შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელი ქალბატონი ქეთევან ბებიაშვილი მიწის საკუთრების პრივატიზაციის, ლეგალიზაციისა და ზოგადად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურებზე, მიაწოდა ინფორმაცია ხალხს რა საბუთებია საჭირო მიწების დასაკანონებლად. ქალბატონმა ქეთევანმა მოისმინა ყველა დამსწრის კითხვა და ინდივიდუალურად ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა. განხილული იქნა მაღალმთიანი რეგიონების სტატუსთან დაკავშირებული შეღავათების საკითხიც.

bottom of page