2015 წლის აგვისტოს თვეში გამოვლინდა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებული ბიზნეს იდეები.
საგრანტო კომიტეტის წევრები გახლდნენ: ასოციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარე, გორის საკრებულოს წევრი, პროექტის კოორდინატორი, პროექტის დირექტორი, ასევე დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები.
კომიტეტმა გამოავლინა 14 გამარჯვებული. სექტემბერში მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში უნდა ჩატარდეს კონკურსის მეორე ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შიდა ქართლში მაცხოვრებლები, პროექტის მონაწილე პრობაციონერები და ყოფილი მსჯავრდებულები.
გამარჯვებული ბიზნეს იდეები:
მეფუტკრეობა - ორი პროექტი
ღორების მინი ფერმა - ორი პროექტი
ცხვრის მატყლისა და ყველის წარმოება- რეალიზაცია
მწვანილისა და ხახვის სათბური
ავტოშეკეთების სალონი
კოსმეტოლოგიური სალონი ატმისა და ქლიავის ბაღის გაშენება
ავეჯის საწარმო
საქონლის რძისა და ყველის წარმოება-რეალიზაცია - ორი პროექტი
სურსათის მაღაზიისთვის დახლ-მაცივრის შეძენა
აღნიშნული პროექტები დაფინანსდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე, კერძოდ: ქარელში, გორის რაიონის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში (ქვეში, ახალდაბა, ნიქოზი, ხვითი, მერეთი, გუგუთიანთკარი, კოშკი, ფლავი, ახალსოფელი).
გამარჯვებული პირების უმეტესობა პრობაციონერი ან ყოფილი მსჯავრდებულია, სამი მონაწილე კი პრობაციონერის ოჯახის წევრია.