top of page

სიახლეები

Search

საგანმანათლებლო-გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკის მუშაობა


იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ მოზარდებისათვის ყოველწლიურად საზაფხულო ბანაკებს ატარებს. წელს ბანაკისთვის არჩეულ იქნა კომპაქტური ცენტრი ქ. გარდაბანში.

საგანმანათლებლო-გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკისათვის აირჩიეს მოზარდები 7-დან 15 წლამდე, როგორც დევნილები, ასევე აზერბაიჯანელი და ადგილობრივი ბავშვები. სულ ბანაკში იყო 30 ბავშვი - 13 გოგონა და 17 ბიჭი. პროგრამა ბავშვების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით იყო შედგენილი.

ტრენინგებისთვის ბავშვები იკრიბებოდნენ ასოციაციის საინტეგრაციო ცენტრის ოფისში, სადაც მათ უტარდებოდათ გამაჯანსაღებელი ვარჯიშები.

ტრენინგების დროს ბავშვები სწავლობდნენ ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მუშაობას, თანამშრომლობას, მიტევებას, ტოლერანტულ ურთიერთობებს, ფანტაზიის განვითარებას, მოსმენის კულტურას, ყურადღების კონცენტრირებას, სხვა ადამიანების მიღწევების და წარმატებების დანახვას, თავჯერებულობის გამომუშავებას.

ყოველდღე ბავშვები დაჰყავდათ საბავშვო ბაღის ეზოში ( რომელიც საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობამ დროებით დაუთმო ბანაკის ბენეფიციარებს). იქ ბავშვებს უტარდებოდათ სპორტული ღონისძიებები.

ბოლო დღეს ბავშვებმა გამართეს კონცერტი - კითხულობდენ ლექსებს, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, გაუშვეს ფრანები. ყველა მონაწილეს დაურიგდათ სერტიფიკატები.

bottom of page