top of page

სიახლეები

Search

ასოციაცია „თანხმობის“ შეხვედრა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან


2015 წლის 24 ივლისს შედგა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ შეხვედრა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან. შეხვედრის ორგანიზატორი - CARE International in the Caucasus. შეხვედრა მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას. ასოციაციის თავმჯდომარემ იულია ხარაშვილმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებსაც ასოციაცია ახორციელებს. სტუმრებმა დაათვალიერეს ტურბაზა „დიღომში“ მიმდინარე საგანმანათლებლო-გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკი, დაესწრნენ საპილოტო პროექტის ფარგლებში სომეხი კოლეგების მიერ შემუშავებულ ტრენინგს „კონფლიქტების მართვა“.

bottom of page