top of page

სიახლეები

Search

დაიწყო ბიზნეს გეგმის შედგენის ტრენინგები


6ივლისიდან პროექტის“ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში დაიწყო ბიზნეს გეგმების შედგენის უნარების განვითარების ტრენინგების პირველი ეტაპი. სამდღიან ტრენინგს ატარებს უფროსი ტრენერი ორგანიზაცია „მზიანი სახლი“-დან, რომელსაც ეხმარება ასოციაცია „თანხმობის“ ტრენერი.

ტრენინგისთვის სამოტივაციო წერილების საფუძველზე სულ შეირჩა პროექტის 33 ბენეფიციარი, აქედან 17-მონაწილეობას მიიღებს პირველ ეტაპზე, და 16 - მეორე ეტაპზე, რომელიც ჩატარდება ა.წ.9-11 ივლისს.

წარმატებულ მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა შეავსონ მცირე გრანტების პროგრამის სააპლიკაციო ფორმები და მონაწილეობა მიიღონ „ჰილფსწერკის“ და „თანხმობის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში.

სააპლიკაციო ფარმის გადმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულით.

bottom of page