top of page

სიახლეები

Search

იურიდიული კონსულტაციები


ასოციაცია „თანხმობის“ იურისტი ნანა გოგოხია რეგულარულად ატარებს იურიდიულ კონსულტაციებს. ამ კონსულტაციების რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ.

კონსულტაცია დასჭირდა დევნილს თამარაშინიდან ა.გ. (ქურთას მუნიციპალიტეტი). იურისტს მიმართა დევნილის დედა და აცნობა, რომ შვილი სამხედრო ვალდებულებას იხდიდა ავღანეთში და დაბრუნებისთანავე უნდოდა რეგისტრაციის გავლა, მაგრამ ამის ნება არ მისცეს. ახალგაზრდა 23 წლისაა. სამხედრო სამსახურამდე დევნილის სტატუსი ჰქონდა, თუმცა ახლა აღარ აქვს.

გაურკვეველი სიტუაციაა ი.გ. ოჯახში, სადაც სამი შვილია - 23, 20 და 25 წლის. უმცროს შვილს სტატუსი აქვს, უფროსებს - არა. იბადება კითხვა - რატომ? თურმე თავის დროზე მათ არ ჰქონდათ დაბადების მოწმობები, რადგან სახლის პირობებში დაიბადნენ. შემდეგ მიიღეს მოწმობები, სადაც დაბადების ადგილად ჩაუწერეს ქ. რუსთავი. ამის გამო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ახალგაზრებს დევნილის სტატუსზე უარს ეუბნება. იურისტმა დახმარება შესთავაზა და სათანადო დოკუმენტების წარდგენა სთხოვა.

შვიდსულიანი დევნილთა ოჯახი ცხოვრობს ორ ოთხში. რა თქმა უნდა ფართი არ ჰყოფნით და სურთ საცხოვრისის გაფართოება. იურისტმა განმარტა, რა დოკუმენტებია საჭირო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გადასაცემად. ოჯახი აკმაყოფილებს სამინისტროს მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს (სოციალური დაუცველობის სტატუსი, შშმ პირები, მცირეწლოვანი შვილები). თუ ოჯახი ამ დოკუმენტებს წარადგენს, მას დამატებითი ფართის იმედი უნდა ჰქონდეს.

ძალადობა ოჯახში - ამ თემაზე ისაუბრა ერთერთმა ადგილობრივმა ქალბატონმა. მეუღლე სცემს და შეურაცხყოფას აყენებს. ქალბატონს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, მას სურს განქორწინების გააფორმება და შვილების წაყვანა ბაქოში, ნათესავებთან. მაგრამ ამის უფლებას მეუღლე არ აძლევს. ძალადობის ფაქტი დაფიქსირებული იყო პოლიციის განყოფილებაში. იურისტმა რჩევა მისცა - მიმართოს უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას, რათა გამოუყოან ადვოკატი, რომელიც უფასოდ დაიცავს მის უფლებებს სასამართლოში.

bottom of page