top of page

სიახლეები

Search

სამოქალაქო ფორუმი თემაზე: “ადამიანური უსაფრთხოება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებში“


2015 წლის 20 ივნისს გორში ჩატარდა სამოქალაქო ფორუმი იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თნხმობის“, ადგილობრივი და ცენტრალური სამთავრობო სტრუქტურებისა და ბენეფიციარების მონაწილეობით. ფორუმი შედგა პროექტის ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება კონფლიქტით დაზარალებული თემებისათვის ფარგლებში „Brot fur die Welt“-ს ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნინო კალანდარიშვილი

გორის მუნიციპალიტეტის დევნილთა სამმართველოს თანამშრომელი მანანა ჭამპურიძე

გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი ქეთევან ახოვაძე

გორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი დავით ჩიხრაძე

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის კომისიის წევრი გელა ზოზიაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს თანამშრომლები მადინა გაგიევა და ლალი დევიძე.

შეხვედრა გახსნა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარემ იულია ხარაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის სამხედროების მიერ მუდმივად პროვოცირებული ადამიანები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. ადამიანს არ აქვს საშუალება საკუთრი მიწა დაამუშავოს, რომელიც მდებარეობს ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე, ვერ იღებს მოსავალს. საქართველოს ტერიტორიის ამ მონაკვეთზე (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) გადის ბაქო-სუფსის მილსადენი, რომელსაც ჩვენი მთავრობა ვერ აკონტროლებს.

უსაფრთხოების საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამ საკითხების მსჯელობისათვის მოწვეულ იქნა სამოქალაქო ფორუმი, რომლის მიზანია - მსჯელობის შედეგად რეკომენდაციების შემუშავება და სათანადო ორგანოებისთვის გადაცემა.

სიტყვა გადაეცა უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელს ნინო კალანდარიშვილს.

ადამიანის უსაფრთხოება ამტკიცებს, რომ უსაფრთხოების მიღწევის საუკეთესო გზა, (გლობალური, ეროვნული და სახელმწიფო დონეზე) პირველ რიგში თითოეული ადამიანის უსაფრთხოებაშია. მარტივი განმარტებით, უსაფრთხოება არის საფრთხეების ნაკლებობა.

საფრთხეები კლასიფიცირდება:

• ადამიანის სიცოცხლე (ფიზიკური ექსპლუატაციის, ძალადობისა, დევნა ან სიკვდილი);

• ადამიანის ნორმალური არსებობა (უმუშევრობა, ჯანმრთელობის რისკები, საკვები, დაუცველობა და ა.შ.);

• ადამიანის ღირსება.

მაგალითად, სიღარიბე ხასიათდება როგორც საფრთხე, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელს უწყობს ძალადობას და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას, არამედ იმიტომ, რომ ადამიანის ღირსებას ლახავს. ამდენად, ადამიანური უსაფრთხოება მისი ფართო გაგებით ნიშნავს თავისუფლებას შიშისგან და ღირსეულ ცხოვრებას.

გამოირჩევა საფრთხეების ორი ჯგუფი. პირველი ჯგუფია ადგილობრივი საფრთხეები, რომლებიც თან ახლავს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებს (მაგ.ეკონომიკური უსაფრთხოება, სურსათის უვნებლობა, ჯანმრთელობის დაცვა, გარემოს დაცვა, პირადი უსაფრთხოება, საზოგადოების უსაფრთხოება და პოლიტიკური უსაფრთხოება).

ადმიანური უსაფრთხოება ადამიანის საჭიროებებზეა აგებული. სახელმწიფომ შექმნა უსაფრთხოების კონცეფცია, რომელშიც შედის:

ცხოვრების დონე

კულტურული მემკვიდრეობა

ადამიანის ღირსება

ჯანმრთელობის საკითხები

ცხოვრების ხარისხი

განათლების მიღების შესაძლელობა

უსაფრთხო გარემოში ცხოვრება

დიდი როლი ეკისრება რიტორიკას - რას ვამბობთ, როგორ ვამბობთ, ხომ არ ღიზიანდება ამით მეორე მხარე. ხშირად დადებითად დაგეგმილი აქცია, ზიანის მომტანია.

პიროვნულ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია - ნდობის აღდგენა.

კონფლიქტის შემდეგ მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს და აქ საუბარია არა მხოლოდ ფიზიკურ უსაფრთხოებაზე. მოსახლეობა თვლის, რომ კონფლიქტის მოგვარებისათვის აუცილებელია ირივე „მხარის“ ერთობლივი ქმედებები. თუ მეორე მხარეს პრობლემა მოგვარებული არა აქვს, დიალოგი შეუძლებელია.

ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა ქართულ-ოსურ დიალოგში და პრობლების ერთობლივი გადაწყვეტა.

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის კომისიის წევრი გელა ზოზიაშვილი:

მაჟორიტარი დეპუტატის სოსო ვახტანგიშვილის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადგილზე სწავლობს შექმნილ მდგომარეობას. პარლამენტში შეტანილია წინადადება - გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები გახდეს განსაკუთრებული მზრუნველობის საგანი (ასეთია დაახლოებით 50 სოფელი). მოსახლეობა რეალურად აფასებს სიტუაციას. ადრე თავისუფლად მუშაობდნენ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე, ახლა სიტუაცია გართულდა, ოსები იმ მიწებზე ხალხს აღარ უშვებენ.

რაც შეეხება ადგილობრივი პროექტების შესრულებას - აღდგენილია საირიგაციო არხების 80%, დანარჩენი 20% რუსეთის ტერიტორიაზეა და ვერ კეთდება. ეს დაახლოებით 2,5-კილომეტრიანი მონაკვეთია.

სასმელი წყლის მიწოდება ჯერჯერობით ვერ ხერხდება იმიტომ რომ გვინდა წყალი მივაწოდოთ თანამედროვე სტანდარტებით, რაც 26 დეკემბრისათვის იქნება შესაძლებელი. საახალწლოდ მოხდება პროექტის სრულყოფილი ჩაბარება.

წყალთან დაკავშირებით ყველაზე მძიმე სიტუაცია სოფ. ბობნევში იყო. იქ დამონტაჟდა ცისტერნა და წყალი ჭაბურღილიდან შემოდის.

ზარდიანთკარში და გუგუთიანთკარში ჩართულია ტუმბო, საიდანაც სოფელს წყალი მიეწოდება.

სოფ. კოშკში - მძიმე მდგომარეობაა, ტუმბო არ მუშაობს, სიტუაცია შესწავლილია და მაქსიმუმ შაბათისთვის ტუმბო ჩაირთვება..

რაც შეეხება გზებს, გზების დაგება დაიწყო. უნდა გაკეთდეს მოხრეშვა. ამაზე გამოცხადდა ტენდერები სს. კოშკში, მერეთში. შემდგომ ეტაპზე მოხრეშვა მოხდება ხურვალეთსა და ნაწრეთში.

გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიშა ჩიტაძე:

ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოვყოფდი ორ მიმართულებას:

ფიზიკური უსაფრთხოება (სროლა, ადამიანების გატაცება)

სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება (გაზიფიცირება, სამედიცინო მომსახურება, წყალმომარაგება და სხვ).

შეიქმნა სამთავრობო კომისია და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყო საკმაოდ დიდი თანხები, მაგრამ საქმეს ეს არ შველის. გაზიფიცირება დამთავრებულია, მაგრამ მოსახლეობას გაზი არა აქვს. იგივეა სასმელ და სარწყავ წყალთან მიმართებაში (მაგ. ერგნეთს, ავარიის გამო ერთი კვირის განმავლობაში წყალი არ მიეწოდებოდა). სამწუხაროდ ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს არ წყვეტს, ყვლაფერი ცენტრალიზებულია. რესურსები არის, კარგი იქნება თუ დაფინანსება მიზნობრივი იქნება და ადგილობრივ კადრებს პრიორიტეტების განსაზღვრა თავად შეეძლებათ.

შემდეგ სიტყვა გადაეცა საიას წარმომადგენელს შიდა ქართლის რეგიონში ქეთი ბებიაშვილს .

ქ. ბებიაშვილმა იმ პრობლემებზე ისაუბრა,რომლებიც არსებობს მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებით.

მიწის პრივატიზება - ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში. პრობლემა იმაშია, რომ ეს მიწები არ იყო აღრიცხული, არ არსებობს სოფლებს შორის საზღვრების დაფიქსირება, ეს საზღვრები არ არის დადგენილი, არ არის საკომლე წიგნები, ყველა არსებული მასალა გადაცემულია არქივში. საარქივო ცნობის აღება კი 41 ლარი ღირს, რაც ღარიბი გლეხისათვის მიუწვდომელია.

2012 წელს ივნისში სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ნახაზების გაკეთება და მიწის ნაკვეთების გაფორმება, თუმცა ეს კანონი შეჩერებულია.

საჯარო რეესტრში პირველადი რეგიატრაცია არის უფასო და ეს კანონი დღემდე ძალაშია. ფასიანია ნახაზების გაკეთება, რაზეც შეღავათი არ მოქმედებს.

ძალიან დიდი პრომლემაა - მიწები, რომლებიც ოსების ტერიტორიაზეა. ასეთ ნაკვეთებს საჯარო რეესტრი ვერ აფორმებს.

გამოსავალი შეიძლება იყოს შევარდნაძეს დროს გაცემული „საკუთრების მოწმობების“ აღიარება.

უწყებათაშორისი კომისია სწავლობს ყველა მასალას. სამწუხაროდ ჩანაწერებში ბევრი შეცდომაა, ნაკვეთები არასწორადაა გაფორმებული. უნდა მოხდეს მასალების დამუშავება და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება დარეგისტრირება.

აუცილებლად უნდა გადაიხედოს მიწის რეგიატრირების წესი. უნდა მოხდეს სოფლის საზღვრების დადგენა.

მთავრობაში უნდა შევიდეს ინიციატივა - სასწრაფოდ დარეგისტრირდეს 500-მეტრიან ზოლში მყოფი მიწები.

შემდეგ სიტყვა გადაეცა გორის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსს დავით ჩიხრაძეს.

ბ-მა დავითმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეორე მხარის გარეშე ვერც ერთ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ. დიალოგი ოსურ მხარესთან აუცილებელია. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და დიალოგის გარეშე ვერ შევძლებთ პრობლემების გადაჭრას.

ბ-ნმა დავითმა ისაუბრა მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებზე და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის აუცილებლობას.

ამჟამად გორის მუნიციპალიტეტი აფინანსებს 9 სოციალურ პროექტს (საზაფხულო ბანაკები და სამედიცინო დახმარება) .

გორის მუნიციპალიტეტი მომავალშიც აპირებს სოციალური პროექტების თანადაფინანსებას და მაზად არის ითანამშრომლოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასტან. თუ სამთავრობო სტრუქტურები ითანამშრომლობენ არასამთვრობო ორგანიზაციებთან, ლიდერ ქალებთან, ბევრი საქმე გაკეთდება. ბ-მა დავითმა თანამშრომლობის მაგალითები მოიყვანა - შინმოვლის პროგრამა - „კარიტასთან“ თანადაფინანსებით. 5-კაციანი ჯგუფი ემსახურება 35 ადამიანს სს. ფლავში, ფლავისმანში დ აქვეშში.

შესვენების შემდეგ დამსწრე საზოგადოება გაიყო ოთხ ჯგუფად - “World Cafe”-ს პრინციპით. ფასილიტაციას ახორციელებდნენ ექსპერტები - ნინო კალანდარიშვილი, დავით ჩიხრაძე, ქეთი ბებიაშვილი, მიშა ჩიტაძე. ფასილიტატორებს ეხმარებოდნენ „თანხმობის“ თანამშრომლები. თითო ფასილიტატორი მუშობდა ერთ პრობლემაზე. შემუსავდა რეკომენდაციები.

ქალთა თვალით დანახული ადამიანური უსაფრთხოება:

პრობლემები:

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მთელი ტვირთი გადადის ქალის მხრებზე, ხშირად ამის გამო ოჯახები ინგრევა

ახალგაზრდები აქტივობებში არ არიან ჩართულნი, ეკონომიკური მდგომარეობის გამო ახალგაზრდები სოფელს ტოვებენ

ქალები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ

ქალები არ მონაწილეობენ სოფლის კრებებში, კრებებზე არ წყდება სოფლისათვის მნიშვნელოვანი საკითხები

მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობები არ აქვთ (სასმელი და სარწყავი წყალი, გაზი, ტრანსპორტი, ნაგავსაყრელი)

საბავშვო ბაღების პრობლემა - ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა

პირველადი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრალიზება, რაც მოსახლეობას პრობლემას უქმნის

ინფორმაციის არქონა (ქართული არხების არარსებობა რესივერის სიძვირის გამო)

კაცები არ არიან ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში

არ არსებობს საქონლის გასაღების ბაზარი

სოციალური დაუცველობის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების დასახვეწია

რეკომენდაციები:

ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია

სახელმწიფოს მეტი ჩარევა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ცხოვრების დონის ამაღლებაში, დასაქმების პროგრამების შექმნა, რომლებშიც ქალები და ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალური დაუცველობის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების გადახედვა

გაეროს რეზოლუციის 1325 რეკომენდაციების შესრულებაზე მუდმივი მონიტორინგი გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალების ჩართვით, ქალების გააქტიურება სოფლის ცხოვრებაში (კრებაზე სულ ცოტა 30% განსხავებული სქესის წარმომადგენლების მონაწილეობა)

სახელმწიფო სტრუქტურების აქტიური ჩარევა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად (გამრიცხვლიანება, სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდება, გაზიფიცირება, ნაგავსაყრელი, ტრანსპორტის გრაფიკის მოწესრიგება)

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის და სასწრაფო დახმარების სამსახურის მუშაობის გაუმჯობესება, დეცენტრალიზაცია

გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებისთვის რევერსების უფასო გადაცემა

ქალების მონაწილეობით სახელმწიფო პროგრამების მომზადება

სახელმწიფოსგან გასაღების ბაზრის შექმნა

სოციალური დაუცველობის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების დახვეწა

ქალის როლზე საზოგადოების აზრის შეცვლა (ტრენინგები, შეხვედრები, მამაკაცებთან საუბრები)

სოციალურ-ეკონომილური პრობლემების გადაჭრა

რეკომენდაციები

რესივერების უფასო გადაცემა გამყოფ ხაზთან მხხოვრებ მოსახლეობას

განსაკუთრებული მზრუნველობის პროგრამების შექმნა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის

სოციალური ჯანდაცვის პაკეტის გაზრდა 10%-ით

განსხვავებული მიდგომა ქულების დათვლის დროს (+10000)

შობადობის ხელშეწყობის მიზნით დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრა - ოჯახისთვის დახმარება (2 წლამდე ბავშვზე- 200 ლარი თვეში)

100% დაფინანსდეს ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობა

სოფლის მეურნეობის სადაზღვევო პაკეტის თანადაფინანსება (50%)

მოხუცებულთა თავშესაფრის მშენებლობა

საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია

სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა

სტაჟირება, გადამზადების კურსები

კომუნალური ტარიფების დაწევა

სკოლების აღჭურვა ინვენტარით

მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა

სხვადასხვა სტრუქტურების მონაწილეობა პრობლემის გადაჭრაში

რა როლი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ადგილობრივ სტრუქტურას

წყლის მრიცხველების დაყენება

ამორტიზებული (მიწისქვეშა) მილების გამოცვლა

თემთან დაკაშირებული კომპეტენციების განსაზღვრა

რესურსების ინვენტარიზაცია

გადაწყვეტილების მიმღები მხარეების იდენტიფიცირება

სახელმწიფო თვითმმართველობა კომპანია

ზემოქმედება კომპა- შესწავლა ტექნიკური

ნიაზე პროექტირება სამუშოები

ინვესტირება საქმიანობის ინსპექტირება თანადაფინანსება

მონიტორინგი ადმინისტრირება

---------------------------------------------------------------------------------------------------------

თემის საინიციატივო ჯგუფთან ურთიერთობა

უზრუნველყოფს თემის მონაწილეობას

პროცესში

თემის მონაწილეიობა

ზემოქმედება მოახდინოს ყველა რგოლზე

გამოკვეთოს პრობლემა - მონაწილეობა მიიღოს კონცეფციის შემუშვებაში

ფინანსური და ადამიანური (შრომითი) თანამონაწილეობა

მიიღებს მონაწილეობას მონიტორინგში

საინფორმაციო ჯგუფის შექმნა - ინფორმაციით უზრუნველყოფა

მიწის დაკანონება

პრობლემები

ინფორმაციის ნაკლებობა

საჭირო საბუთების არქონა

მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა

დაუხვეწავი კანონი

ზერელე მიდგომა (თავად მოქალაქეების მხრიდან)

სოფლის საზღვრების დადგენა

თვითნებურად დაკავებული მიწების აღრიცხვა

სარეზერვო მიწების არარსებობა

კანონიერი ფლობის დადასტურების პრობლემა იმ საკუთრებაზე, რომელიც მოსახლეობამ შეიძინა ოსი მოსახლეობისგან 90-ან წლებში

მიწის გადასახადის პრობლემა

რეკომენდაციები

ერთიანი ბაზის შემუშავება - სოც. პროგრამები და მიწის რეგისტრაცია - თვითმმართველობის მიერ

ადგილზე საინიციატივო ჯგუფების შექმნა

საინფორმაციო კამპანია - არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა

კანონში ცვლილებების შეტანა

სოფლის საზღვრების დადგენა

მიწის ფასების განსაზღვრა - გადასახადი იყოს ერთ პიროვნებაზე

და არა მიწის ნაკვეთების რაოდენობის მიხედვით

მიწის ნახაზის გასაკეთებლად შეღავათების შემოღება, ან გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებზე გადასახადებისგან განთავისუფლება

მიწის გადასახადის შეღავათის დაწესება გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისათვის

რეგისტრაციის პროცესში უკანონო მშენებლობებზე საზედამხედველო სამსახურის გააქტიურება.

რეკომენდაციები გადაეცემა სათანადო სტრუქტურებს რეაგირებისათვის.

ოქმი შეადგინა სოფიო ბერიამ

bottom of page