top of page

სიახლეები

Search

იურიდიული კონსულტაცია სოფელ ნიქოზში


24 იანვარს Brot fur die Welt პროექტის „ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება კონფლიქტით დაზარალებული თემებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა იურიდიული კონსულტაცია სოფელ ნიქოზში. შეხვედრას ესწრებოდა 11 ადამიანი. თითოეულ მათგანს გარდა მიწოდებული ზოგადი ინფორმაციისა, ასევე გაეწია ინდივიდუალურად სამართლებრივი კონსულტაცია. შეხვედრაზე ყველაზე მწვავე საკითხად გამოიკვეთა სოციალურად დაუცველობის სტატუსის მინიჭება. ასევე მწვავედ იდგა მრავალშვილიანთათვის დახმარების გაწევის საკითხი. როგორც შეხვედრაზე მყოფმა ორმა მამრავალშვილიანმა მამა აღნიშნა, მათ მეზობლებს, რომლებსაც ასევე ყავთ 4 ან მეტი შვილი ღებულობენ დახმარებას , მაგრამ რატომრაც თავად უარი უთხრეს მსგავსი დახამრების მიღებაზე. ჩვენ დავპირდით ორივე მათგანს, რომ გავარკვევდით აღნიშნულ საკითხს და შსაძლებლოების ფარგლებში ადვეხმარებოდით. შეხვედრის დასრულების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სოც. მომსახურეობის სააგენტოში გავარკვიეთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში მრავალშვიალიანად ითვლება ოჯახი, რომელტაც ყავთ 4 ან მეტი არასრულწოვანი შვილი და რომ ასეთ ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების სახით გაიცემა 100 ლარი თითოეულ ბავშვზე. ასევე ასეთ ოჯახებს თუ მათ ყავთ 1.5წლის შვილი შეუძლიათ ჩაერთონ ჩვილთა გამოკვების პროგრამაში და უფასოდ მიიღონ გარკვეული სახის ბავშვთა კვება. აღნიშნული ინფორმაცია მივაწოდეთ ორივე ოჯახს და ველოდებით პასუხს მათგან შემდგომი რეაგირებისათვის. ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო ალიმენტის მიღება და მემკვიდრეობა, ასევე ოჯახური ძალადობისაგან დაცვა და დასაქმება.

bottom of page