23 იანვარს Brot fur die Welt პროექტის „ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება კონფლიქტით დაზარალებული თემებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა იურიდიული კონსულტაცია სოფელ კოშკში. შეხვედრას ესწრებოდა 14 ადამიანი. მათ შორის იყვნენ როგორც ახალგაზრდები, ასევე პენსიონერი ქალბატონები. მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერესებდათ მიწის რეგისტრაციის საკითხი. თუმცა როგორც აღმოჩნდა აღნიშნულ სოფელში პრობლემას არა მხოლოდ დაურეგისტრირებელი მიწები წარმოადგენს არამედ დარეგისტრირებულიც მიწის გადასახადის გამო. ასევე აქტუალური იყო მემკვიდრეობის, მარტოხელა მოხუცის მოვლა-პატრონობის და როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება სოციალურად დაუცველის სტატუსის შეწყვეტის ან მინიჭების საკითხი.
top of page
bottom of page