ქეა თხზულებათა სტუდენდური კონკურსის გამარჯვებულებს აჯილდოებს - “ღია დებატების” კვირეულსეხმიანება
თბილისი, 28 ოქტომბერი – ქეა საერთაშორისო კავკასიაში და იძულებითგადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ”თანხმობა” თხზულებათა კონკურსისგამარჯვებულ სტუდენტებს დააჯილდოებენ. ცერემონია გაიმართება 28ოქტომბერს, 4 საათზე, სასტუმრო ამბასადორში.
კუნკურსი თემაზე „როგორი იქნებოდა სამხრეთ კავკასია ქალის და მამაკაცისთანასწორობისას“ მშვიდობის საერთაშორისო დღეს 21 სექტემბერს გამოცხადდა დამიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გენდერული თანასწორობის შესახებ ინტერესისგაღვივებას. კონკურსი ორგანიზებულია პროექტის ”სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისმშენებლობისთვის ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება” ფარგლებში, რომელიცდაფინანსებულია ევროკაშირის მიერ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობასთანერთად.
კონკურსში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ჟიურისშემადგენლობაში შედიოდნენ ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ჩართულიორგანიზაციების წევრები.
”ჩვენ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით იმ მიდგომების და პერსპექტივებისმრავალფეროვნებით, რაც კონკურსში წარმოჩინდა. თხზულებები ეხებოდა კანონის,რელიგიის და სოციალური და ეკონომიკური საკითხების როლს გენდერულთანასწორობაში. ზოგიერთმა სტუდენტმა ანალიტიკური მიმართულება აირჩია,სხვებმა მხატვრული მიდგომა გამოიყენეს და შემოგვთავაზეს მათი ხედვა, როგორიიქნება რეგიონი გენდერული თანასწორობის შემთხვევაში. ცხადია, რომმონაწილეებმა უზარმაზარი სამუშაო გასწიეს”, - განაცხადა მარინა ფოჩხუამ,იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ”თანხმობის” წარმონადგენელმა,რომელიც ამავდროულად ჟიურის შემადგენლობაში შედიოდა.
”სასიამოვნოა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღესკონკურსში. ქეა თვლის, რომ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სფეროში ქალთაჩართულობა მდგრადი განვითარების წინაპირობაა და საოცრად იმედისმომცემია,რომ ამ თემით ახალგაზრდა თაობა დაინტერესდა”, - განაცხადა ენტონი ფორმენმა,ქეა საერთაშორისო კავკასიის პროექტის დირექტორმა.
დაჯილდოების ცერემონია იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია”თანხმობის” მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის ნაწილია, რომელიცკონფლიქტის საკითხებში ქალთა მონაწილეობას ეხება. შეხვედრა უკავშირდებაგაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატებს, რომელიც გაეროს ქალის, მშვიდობისადა უსაფრთხოების კვირეულის დასასრულს იმართება.
პრეს რელიზი
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა” ა.წ. 28 ოქტომბერს 16:00 საათზე სასტუმრო “ამბასადორში” (მისამართზე: ქ. თბილისი, შავთელის ქ. 13.) ატარებს სამუშაო შეხვედრას, რომელიც მიძღვნილია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გამოცხადდებულ ღია დებატების დღეს თემაზე: “ქალთამონაწილეობა და როლი კონფლიქტის პრევენციასა და მოგვარებაში”.
სამუშაო შეხვედრა ტარდება Evangelischer Entwicklungsdienst მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ადამიანის უსაფრთხოების გაზრდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის” და CARE International in Caucasus პროექტის ფარგლებში.
შეხვედრას დაესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასოციაციის აქტივისტები საქართველოს რეგიონებიდან.
წარმოდგენილი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვა ქალთა როლის გაძლიერებაზე მშვიდობის მშენებლობისა და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პროცესებში და იმ დაბრკოლებებზე, რომლებიც ხელს უშლიან ქალთა სრულფასოვან მონაწილეობას. ასოციაცია “თანხმობა” წარმოადგენს კვლევის შედეგებს, რომელიც ჩატარდა CARE -თან ერთობლივი პროექტის “ქალთა გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისთვის” ფარგლებში (დაფინანსებულია ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ) .
მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ¹1325-ის სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესის მიმდინარეობაზე და მანაწილეობა მიიღონ ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებული ესეების კონკურსის მონაწილეების დაჯილდოებაში.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონზე 234 49 82, ან ასოციაციის ოფისში მისამართზე: თბილისი, თამარ მეფის გამზ., 20, II სართული.
21 სექტემბერს (მშვიდობის საერთაშორისო დღეს) ორგანიზაციამ ქეა საერთაშორისო კავკასიაში და მისმა ადგილობრივმა პარტნიორმა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ”თანხმობამ” თზულებების კონკურსი გახსნილად გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო. მათ უნდა შეექმნათ ნამუშევარი თემაზე ”როგორი იქნებოდა სამხრეთ კავკასია ქალისა და მამაკაცის თანასწორობისას”.
კონკურსი ორგანიზებული იყო პროექტის ”სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისთვის ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკაშირის მიერ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობასთან ერთად.
კონკურსის თემები ძალიან მრავალფეროვანი და განსაკუთერბული იყო. ყველა სტუდენტმა საკუთარი ინდივიდუალიზმით ასახა თემა და ფანტაზიის მიხედვით გაშალა ის. ძნელი იყო მათ შორის საუკეთესოს შერჩევა, თუმცა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ჩართული ორგანიზაციების წევრებისაგან შედგებოდა, შეძლო სამი გამარჯვებული დაესახელებინა.
28 ოქტომბერს, სასტუმრო ამბასადორში იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ”თანხმობის” მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გამოცხადებულ ღია დებატების დღისადმი იყო მიძღვნილი, კონკურსის მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. ხოლო სამ გამარჯვებულს - თამარ შამათავა, გიორგი შაქარაშვილი და ქეთვან გივიშვილი - სიგელებთან ერთად წიგნების მაღაზია ”პარნასის” 100 ლარიანი კუპონები გადაეცათ.
გამარჯვებული თემები შეგიძლიათ იხილოთ ქვევით:
- გიორგი შაქარაშვილი;
- ქეთევან გივიშვილი;
- თამარ შამათავა.