top of page

სიახლეები

Search

„ქალთა  შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისათვის“


25 იანვარს, „ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისათვის“ პროექტის ფარგლებში, ჩატარდა მრგვალი მაგიდა ზემო ნიქოზში. განხილული იყო სოფლის თემის წყლით მომარაგებასთან და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადასახადთან დაკავშირებული პრობლემები. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის საკრებულოს, ელექტროკომპანიის და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ელექტრომომარაგების საკითხებში. სოფლის მოსახლეობამ მიიღო პასუხები დასმულ კითხვებზე და დაიგეგმა წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტის გზა - სოფლის გამგეობის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის გადაგზავნა კომპანიაში და გათიშული წყლის ტუმბოების ჩართვა. პროცესში ჩართული იქნება სოფლის თემის აქტივისტები.

bottom of page