top of page

სიახლეები

Search

ძვირფასო მეგობრებო!


დღეს ქ-ნი ანაიტ ბაიანდურის გულმა შეყწვიტა ცემა. ქ-ნი ბაიანდური მუდამ ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე იდგა, იყო შესანიშნავი მწერალი და დიდებული ქალი. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ მეგობრები და თანამოაზრენი ვიყავით და მე არ შემიძლია შევეგუო ასეთ დანაკარგს. ადამიანები მიდიან, თუმცა რჩება მათი გაკეთებული საქმეები. ანაიტის შემდეგ ჩვენ დაგვრჩა მისი წიგნები, სტატიები, ფოტოები, ადამიანები, რომელთაც ის დაეხმარა; აგრეთვე დარჩებიან მისი მეგობრები მთელს მსოფლიოში, რომელთაც ყოველთვის ემახსოვრებათ ენერგიული და ცეცხლოვანი ანაიტი. ამ პატარა და ნაზ ქალბატონს არაფრის არ ეშინოდა. არ უნდოდა შეგუებოდა მის გულის ავადმყოფობას და მუშაობდა იმავე შემართებითა და დატვირთვით, როგორც ადრე. ალბათ უნდოდა მოესწრო...

ჩვენ გავაგრძელებთ!

bottom of page