top of page

სიახლეები

Search

პროექტი “დევნილები ინტეგრაციისა და შერიგებისათვის”


15 სექტემბერს EED (Evangelischer Entwicklungsdienst – Church Development Service An Association of the Protestant Churches in Germany)-ს პროექტის “დევნილები ინტეგრაციისა და შერიგებისათვის” ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში ვალტერ კელინთან.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ვალტერ კელინმა, ლტოლვილთა და განსახლების გაეროს უმაღლეს კომისარიატის ოფისის ხელმძღვანელმა პიტერ ნიკოლაუსმა ასოციაცია “თანხმობის” წევრებმა, მულტიკულტურული დიალოგის კომისიის წევრებმა – მარი გელაშვილმა (მეწარმე ქალთა ფონდი, ქუთაისი), ნატრული ნაჭყებიამ (ფონდი “სოხუმი”), მაია ჩემიამ (“მედეა-სამეგრელო”, ზუგდიდი), დავით დიდბერიძემ (ექს-კომბატანტთა კლუბი), ბესიკ წერედიანმა (დევნილთა თემის განვითარების ცენტრი).

შეხვედრაზე ილაპარაკეს დევნილი მოსახლეობის პრობლემებზე, სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე. შეხვედრაზე გამოთქმული წინადადებები შეაჯამა ქ-მა იულია ხარაშვილმა.

bottom of page